“რაღაც ტიპის თემებზე როდესაც მიდის საუბარი, გარე ჩარევის კუთხით, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ვახსენებთ, არც ევროკავშირს – გარკვეულ ძალებზე ვსაუბრობთ, ვეძახით პირობითად „გლობალურ ომის პარტიას“ – მაჭავარიანი

“რაღაც ტიპის თემებზე როდესაც მიდის საუბარი, გარე ჩარევის კუთხით, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ვახსენებთ, არც ევროკავშირს და არც ევროკავშირში შემავალ რომელიმე ქვეყანას – გარკვეულ ძალებზე ვსაუბრობთ, ვეძახით პირობითად „გლობალურ ომის პარტიას“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, [ბიძინა ივანიშვილს] 2 მილიარდი დოლარი აქვს გაყინული, ყველა სასამართლო ინსტანცია მოგებული აქვს და ფულს არავინ უბრუნებს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამასთან დაკავშირებით წერილი გამოსცა, სადაც პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ არასდროს არც ბიძინა ივანიშვილს და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრს, ჩემი ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაში არ დაგვიდანაშაულებია.

რაღაც ტიპის თემებზე როდესაც მიდის საუბარი, გარე ჩარევის კუთხით, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს ვახსენებთ, არც ევროკავშირს და არც ევროკავშირში შემავალ რომელიმე ქვეყანას – გარკვეულ ძალებზე ვსაუბრობთ, ვეძახით პირობითად „გლობალურ ომის პარტიას“. ამერიკაში თუ გადახედავთ, ბოლო ათწლეულია ამ ძალებს ე.წ. Deep State-ს ეძახიან და ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი საუბრობს ამაზე, მაგალითად, რობერტ კენედი უმცროსი. თუმცა, ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, სიღრმეში არ შევდივართ და მხოლოდ ამ [გლობალური ომის პარტია] ტერმინოლოგიით შემოვიფარგლებით“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები