დავით კაჭარავა: ანტი ლგბტ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან მოტივირებულ შენიშვნებს არ ველოდებით, რადგან ყველას გვახსოვს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მისი წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული არგუმენტი – „იმიტომ“

რაც შეეხება ანტი ლგბტ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, გვახსოვს, რომ როცა მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო, მისი წარმომადგენლისგან მთავარი არგუმენტი იყო – „იმიტომ“. აქედან გამომდინარე, მისგან არანაირ მოტივირებულ შენიშვნებს არ ველოდებით, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა დავით კაჭარავამ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ანტი ლგბტ კანონპროექტზე ვეტოს დადებაც ვერ გარისკა, რადგან ქართული საზოგადოების პოზიცია ამ კანონთან მიმართებით ყველასთვის ცხადია.

„პრეზიდენტიც და ოპოზიციაც ორცეცხლშუა არიან, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დავალებებს ასრულებენ და ვიცით, ამ დავალებების უკან თუ რა ძალა დგას. მაგრამ, პრეზიდენტმა ანტი ლგბტ კანონპროექტზე ვეტოს დადებაც ვერ გარისკა, რადგან ჩვენი საზოგადოების პოზიცია ამ კანონთან მიმართებით ყველასთვის ცხადია. ამიტომ, პრეზიდენტმა ამ ყველაფერს თავი აარიდა იმით, რომ კიდევ ერთხელ არაკონსტიტუციური ნაბიჯი გადადგა და [შეხვედრებზე წავიდა.] სამწუხარო ის არის, რომ ამ შეხვედრებს ის ქართველი ხალხის სახელით მართავს და საუბრობს, თუმცა, სალომე ზურაბიშვილი დღეს სწორედ იმ ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს, რომელთაც მას არჩევნებზე ხმა მისცეს.

ანტი ლგბტ კანონი ჩვენი ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს. ის იცავს ჩვენს ტრადიციებს და ქართველ არასრულწლოვანებს“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები