მაჭარაშვილი – ზურაბიშვილზე: გერმანიის კანონმდებლობა რომ დაარღვია, ამაზე საყვედური ხომ უნდა უთხრან?

“რა თქმა უნდა, ცუდია ისიც, რომ გერმანიის ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი იქ ჩადიოდა და წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. მეორე მხრივ, ეს არის დასტური, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და, ასევე, არღვევს გერმანიის კანონმდებლობას”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილს “მწვანე  აქვს ანთებული უცხოური ძალისგან, რისი აგენტიც გახდა თავის დროზე”.

“გერმანიის კანონმდებლობა რომ დაარღვია, ამაზე საყვედური ხომ უნდა უთხრან? ვერ ეუბნებიან, რადგანაც უცხოური ძალის წარმომადგენლები არიან”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ 29 სექტემბერს ბერლინში, მოქალაქეებთან სალომე ზურაბიშვილის  შეხვედრა წინასაარჩევნო აგიტაცია იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები