ლევან მაჭავარიანი – სალომე ზურაბიშვილზე: იგი ათანაბრებს ევროპასა და ლგბტ ღირებულებებს? ჩვენთვის ევროპა აბსოლუტურად სხვა რაღაც არის, ჩვენთვის ევროპა ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცეა

“იგი ათანაბრებს ევროპასა და ლგბტ ღირებულებებს? ჩვენთვის ევროპა აბსოლუტურად სხვა რაღაც არის. ჩვენთვის ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე,” – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე ხელის არმოწერას.

მისივე თქმით, ყველა თანხმდება, რომ აღნიშნული კანონი მნიშვნელოვანია.

„რატომ არ აწერს იგი ხელს – ამბობს, რომ ეს არ არის ევროპული, ანუ იგი ათანაბრებს ევროპასა და ლგბტ ღირებულებებს? ჩვენთვის ევროპა აბსოლუტურად სხვა რაღაც არის. ჩვენთვის ევროპა არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე. თუ ისინი თვლიან, რომ ტოლობის ნიშანი არის ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის, ძალიან ცდებიან. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მხარდამჭერია – „ქართული ოცნების“ თუ რადიკალური ოპოზიციის, ყველა თანხმდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი არის მისაღები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

შესაბამისად, ეს მისი მხრიდან რაღაც ტიპის ხრიკია, რომ ტყუილში შეიყვანოს საზოგადოება, რომ „აი, ვეტოს არ ვადებ“ იქიდან გამომდინარე, რომ იცის, ვეტო რომ დაედო, რა მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოედგინა ამასთან დაკავშირებით? მაგრამ ის ხელსაც არ აწერს. ანუ მისი გადმოსახედიდან, უნდა, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური, მაგრამ ლუსტრირებულია საზოგადოებაში”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები