ვოლსკი – “ლელოზე”: როდესაც კანონს შეგნებულად არღვევენ, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს,  როგორმე, შექმნან დაპირისპირების გარკვეული ხარისხი

„როდესაც კანონს შეგნებულად არღვევენ, ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს, რომ როგორმე შექმნან დაპირისპირების გარკვეული ხარისხი, რაღაც ქაოსურ ვითარებაზე მიუთითონ და შექმნან ისეთი ატმოსფერო, რომელიც შესაძლოა, ოდესმე ვინმემ დაახასიათოს, შეაფასოს, როგორც არჩევნების წინა პერიოდის ნაკლოვანება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ისაუბრა.

გია ვოლსკი პარტია  “ლელოს“ მიერ სოციალურ ქსელში პოლიტიკურ რეკლამებზე თანხის ფარულად დახარჯვას აფასებს, როგორც  “წინასწარ მოლაპარაკებულ კანონდარღვევას”.

“მაგრამ საიდან მოდის ეს ნაკლოვანება, საიდან ხდება ამ კონფლიქტების და დაპირისპირების დაგეგმვა და რეალიზაცია, ეს მეორე პლანზე გადავა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები