„კაპიტანი გიგაური არის პირდაპირ მხარე, მიკერძოებული პიროვნება, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი” – მაჭავარიანი

„კაპიტანი გიგაური არის პირდაპირ მხარე, მიკერძოებული პიროვნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

დეპუტატი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“გიგაური იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ძალოვან სტრუქტურებში, შესაბამისად, მის ობიექტურობაზე საუბარი ცოტა ზედმეტია. ისედაც ლუსტრირებულია ასეთი ტიპის „ენჯეო“ ორგანიზაციები ჩვენს საზოგადოებაში და მათი ნეგატიური დასკვნა, რომელსაც წინასწარ ვიცით, რომ თავად დახატავენ და გააფერადებენ, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის აზრზე“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები