“სრული ორმაგი სტანდარტის ზეიმი არის დღეს საქართველოსთან მიმართებით” – ქადაგიშვილი

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური საჭიროებიდან ნაკარნახევი რეკომენდაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მისცა [ანტიკორუფციულ ბიუროს] იმიტომ, რომ დასავლეთის გარკვეული წრეები მოითხოვდნენ, რომ კანონი დაირღვეს”,  – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, სრული ორმაგი სტანდარტის ზეიმი არის დღეს საქართველოსთან მიმართებით.

“სრული ორმაგი სტანდარტის ზეიმი არის დღეს საქართველოსთან მიმართებით. ანუ, მათ მიერვე რეკომენდებული კანონების მიღება, აღსრულების მომენტში უკვე მათთვის მიუღებელია, იმიტომ რომ უკანონო საქციელსა და ქმედებას ეწევა არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები