ვოლსკი – ზურაბიშვილზე: თუ ის დასავლეთში ვინმეს ხვდება, ხვდება – როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ლიდერი

“სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად გადავიდა – თუ ის დასავლეთში ვინმეს ხვდება, ხვდება არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ როგორც ოპოზიციის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ლიდერი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

„ეს ირაკლი კობახიძის მიმართ დამოკიდებულება არ არის. ეს არის საქართველოს საზოგადოების, ხელისუფლების, მისი აწმყოსა და მომავლის მიმართ დამოკიდებულება, რაც ნამდვილად მიუღებელია.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი შეიცვლება“, – განაცხადა  ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები