ირაკლი კობახიძე: ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ ა.შ. ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და ეს აისახება შესაბამის ინდექსებსა და რეიტინგებში

ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ ა.შ. ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და სწორედ ეს პროგრესი აისახება შესაბამის ინდექსებსა და რეიტინგებში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე „კეთილსინდისიერების ინდექსში“ საქართველოს დაწინაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ინდექსი, სადაც საქართველოს წინსვლა ფიქსირდება.

„2012 წლიდან მოყოლებული, მათ შორის ბოლო წლების განმავლობაში, არ არსებობს არცერთი სფერო, არცერთი სექტორი, სადაც ქვეყანამ არ განიცადა პროგრესი, იქნება ეს ეკონომიკური საკითხები, მმართველობის საკითხები, დემოკრატიის საკითხები თუ ა.შ. ყველა მიმართულებით ქვეყანას აქვს პროგრესი, რაც აისახება ხოლმე შესაბამისი ობიექტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ინდექსებში, რეიტინგებში, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ამას საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილიც ხედავს. ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ ა.შ. ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და სწორედ ეს პროგრესი აისახება შესაბამის ინდექსებსა და რეიტინგებში“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები