“დეზინფორმაციაა აშშ-ს საელჩოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო დასანქცირებაში აშშ-ს ადებს ხელს” – ლევან მაჭავარიანი

“დეზინფორმაციაა აშშ-ს საელჩოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო დასანქცირებაში აშშ-ს ადებს ხელს – ასეთი განცხადება არც ივანიშვილს და ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს არასდროს გაუკეთებია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის გარკვეულ ძალებზე ვსაუბრობთ, რომელსაც სამწუხაროდ, ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც აშშ-ს, ასევე, ევროკავშირის ბიუროკრატიასა და ბევრ პოლიტიკოსზე.

ჩვენს შემთხვევაში ამას “გლობალური ომის პარტია” დავარქვით. ამერიკაში ათწლეულებია ამ ძალებს “დიფ სთეითს” ეძახიან. ამ გარე ძალებზე საუბრობს ბევრი ექსპერტი, საუბრობს აშშ-ს ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი რობერტ კენედი უმცროსი.

რა თქმა უნდა, ეს ძალები არსებობენ და სამწუხაროდ, მას ძალიან დიდი გავლენა აქვს აშშ-სა და ევროკავშირის ბიუროკრატიაზე, ასევე რიგ პოლიტიკოსებზე როგორც აშშ-ში, ასევე, ევროკავშირში

არიან გარკვეული ძალები, რომელსაც ჩვენ პირობითად “გლობალური ომის პარტიას” ვუწოდებთ – ასეთი ძალების არსებობას ადასტურებს ბევრი სერიოზული ექსპერტი და პოლიტიკოსი”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები