“ბიძინა ივანიშვილს არანაირი სანქცია ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას არ შეაცვლევინებს” – გიორგი კახიანი

“არჩევნების შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ აქვს, ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გიორგი კახიანი აცხადებს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, სანქციებზე გახშირებული საუბარი და განცხადებები, რაც ოპოზიციას აძლიერებს, მხოლოდ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

“არჩევნების შემდეგ ძალიან მალე დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რაშიც აქამდე ვიყავით და პირიქით, იქნება წინსვლა ევროკავშირის გზაზე. ბიძინა ივანიშვილს არანაირი სანქცია ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას არ შეაცვლევინებს და მასთან სანქციებზე საუბარი არაფრის მომცემია“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები