ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ გენერალურ მდივანს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმავოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას”, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.

https://x.com/PM_Kobakhidze/status/1841060742532895078.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები