“დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტად წოდებული ადამიანი და რადიკალური ოპოზიცია გარედან იღებენ დავალებებს” – მათიკაშვილი

“დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტად წოდებული ადამიანი და რადიკალური ოპოზიცია გარედან იღებენ დავალებებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“გინდათ, ამ განცხადებას სალომე ზურაბიშვილის წამოცდენა დაარქვით, გინდათ გულახდილი საუბარი, მაგრამ მისი განცხადება ზუსტი აღწერაა იმ მოვლენების, რაც ჩვენს რეალობაში ხდება, როცა გარედან შემოსული ინიციატივებით ხდება საკუთარი ქცევების ფორმირება, ხელმოწერა თუ ამაზე უარის თქმა. არ შეიძლება, ქვეყანა იმართებოდეს აგენტურის მიერ, საზღვარგარეთიდან მიღებული ინსტრუქციებით. ქვეყანა უნდა იმართებოდეს მთავრობის მიერ და ეს ლეგიტიმაცია, რომელიც არჩევნებზე გაიცემა, ვერავის მხრიდან კითხვის ქვეშ ვერ დადგება, გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება იღებს და არავინ სხვა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ერთობლივად მუშაობა მოუწევს, თუმცა, მათთვის ეს მარტივი არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები