“სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციაზე ხელი აქვს აღებული” – მაჭავარიანი

“ვიზიტები უშუალოდ მთავრობასთან შეთანხმებით უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა, მას ეს თემა არ აინტერესებს და დადის სადაც უნდა და როგორც უნდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

“მას საქართველოს სასარგებლოდ არანაირი დიალოგი არ გაუმართავს და მისი ვიზიტებისგან არც პოზიტიური შედეგები მიგვიღია. ზოგადად, ეს ქალბატონი გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან. ამ ყველაფერში ამხილა საკონსტიტუციო სასამართლომ, მაგრამ ამ ნაბიჯებს ისევ აგრძელებს. მას ამ თანამდებობაზე ძალიან ცოტა დარჩა. ერთ-ორ თვეში პრეზიდენტი აღარ იქნება და მომავალ პრეზიდენტს „ქართული ოცნება“ აირჩევს“, – განმარტავს დეპუტატი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანელ კოლეგას შეხვდება. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება საზღვარგარეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები