მაჭავარიანი – ლავროვის განცხადებაზე: უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათი ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით

“რიტორიკის ცვლილებას ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა, ამ ყველაფერს კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათი ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

“როდესაც ჩვენ ჰააგა და სტრასბურგი მოვიგეთ და მოვუხსენით ყველანაირი საფრთხე და რისკი ჩვენს გმირს სამხედროებს, რომ ომის დანაშაულის ჩადენა ან ადამიანის უფლებების დარღვევა დაჰბრალებოდათ, შემდეგ უკვე ჩვენ კონკრეტული და ვაჟკაცური ნაბიჯები გადავდგით. პირველი გზავნილები ჩვენი მხრიდან წავიდა – ეს არის ურთიერთშერიგებაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთპატიებაზე დამყარებული ნაბიჯები. ჩვენ ამ ნაბიჯებს უკუპასუხები მოჰყვა. რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და შესაბამისად, რუსეთის გარეშე ამ ტერიტორიების დაბრუნება ცოტა წარმოუდგენელია,” – განაცხადა  მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ “მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები