ზარქუა – რადიკალურ ოპოზიციაზე: ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ, ნუ გამოაყენებინებთ თავს

“ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ, ნუ გამოაყენებინებთ თავს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის არის გასაკეთებელი.

“რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, გასაკვირი არაფერიც არ არის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ რადიკალები არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან მათი პატრონების დაკვეთით, რომ რევოლუცია მოახდინონ, მორიგ ჯერზე სცადონ, თორემ რისი ერთი ადგილი აქვთ ამათ.

ქართველი ხალხი ვემზადებით, რეფერენდუმია, არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის, საქართველოს არ ავარევინებთ, ეს ყველამ მინდა იცოდეს.

ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ, ნუ გამოაყენებინებთ თავს. ნახეთ ხომ ის რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც დაუკვეთეს, შთააგონეს, პოლიციაზე იძალადეს ამ ახალგაზრდებმა და ახლა სასამართლოს განჩინებით, ზოგი მოლოდინშია, ვინმეს ახსოვს?” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, პარტია “ახალის” დამფუძნებელმა და კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ “არავის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვინაიდან იგი სულ იტყუება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები