ლევან მაჭავარიანი: სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მუდმივად იქნება მშვიდობა

არ ავყვებით არასდროს არანაირ პროვოკაციას, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი თანაგუნდელის და რადას ყოფილი დეპუტატის არტიომ დმიტრუკის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მაჭავარიანი აცხადებს, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის გარანტიაა.

„ფაქტობრივად პირდაპირ ხელს ადებს მოქმედ ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა დღეს ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მან ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა სწორ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“. მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს და მუდმივად შეინარჩუნებს იმ უწყვეტ მშვიდობას, რომელიც უკვე 12 წელია გრძელდება. ჩვენ ვართ იმის გარანტია ამ ქვეყანაში, რომ სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მუდმივად იქნება მშვიდობა. არ ავყვებით არასდროს არანაირ პროვოკაციას“, – აცხადებს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, დმიტრუკის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის. ამ თემაზე ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ყოფილმა წევრმა საკუთარ Youtube-არხზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. „არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში და ანადგურებს მილიონი ადამიანის სიცოცხლეს“, – ამბობს დმიტრუკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები