ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

 

   ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალისა და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის განვითარების პოლიტიკის (DPO) ახალი, სამწლიანი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც აღინიშნა, საქართველოს მთავრობა კვლავ გააგრძელებს რეფორმებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გაზარდოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები