“ქვეყანაში ცოფის დაავადების გამოვლინება, დაახლოებით 70%-ით შემცირდა”- “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე

“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის, ზვიად ასანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ცოფის ვირუსის გამოვლინება  შემცირებულია. ამის შესახებ ასანიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

“ზოგადად, ცოფის ვირუსს გარკვეული პერიოდულობით პიკები ახასიათებს – მომატება და კლება. ქვეყანაში ვეტერინარული სამსახურების გაძლიერების, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული პროფილაქტიკურ- საკარანტინო ღონისძიებების დამსახურებით, ქვეყანაში ცოფის დაავადების გამოვლინება ძალიან შემცირდა, დაახლოებით 70%-ითაა შემცირებული, გამონაკლისი არც თბილისია. 2011 წლამდე თუ ათეულობით შემთხვევა იყო, 2011 წლიდან ერთეულ შემთხვევებს არ აღემატება. მიმდინარე წელს 2 შემთხვევით შემოვიფარგლეთ. იმედი გვაქვს, რომ მეტი გამოვლინება არ იქნება. ყველა შემთხვევაში ჩატარებულია და შესაბამისი პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებები მიმდინარეობს. ცხოველები იცრებიან როგორც თავშესაფარში, ასევე იმ არეალში , სადაც ცოფის გამოვლინება იყო. პერიოდულად “სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან” ერთად ვავლენთ ისეთ ზონებს, სადაც გარეული ცხოველების მეტ-ნაკლებად მომატებული რაოდენობა შეინიშნება, იქ ვაქცინაცია ერთობლივად მიმდინარეობს.
შემიძლია, გითხრათ, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ცხოველი იცრება. მუნიციპალურ თავშესაფარს ცოფზე ვაქცინაციის გარეშე არცერთი ცხოველი არ ტოვებს. ეს რიცხვი ყოველწლიურად მზარდია 5-6-7-8 ათასის რაოდენობით და კიდევ მეტი და მეტი გვაქვს დაგეგმილი”, – განაცხადა ასანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები