ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტს – გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე უკვე განახლდა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, მოეწყო 60 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და დამონტაჟდა 7 სახანძრო ჰიდრანტი.
ახლად მოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 26 სექტემბერს 10:00 საათზე დაიწყებს და მთელი დღის განმავლობაში 15 სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურ რეჟიმში შეასრულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა რის გამოც დღეს, 26 სექტემბერს 10:00 საათიდან 27 სექტემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: გახოკიძის, ხომლელის, მაისურაძის, აბაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთის, მაისურაძის და ბრილების ქუჩებს. ვარკეთილის ზემო პლატოს, ჯავახეთის მე-2 შესახვევს, აეროდრომის, კალოუბნისა და თვალჭრელიძის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge