გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო EU4Energy-ს ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო EU4Energy-ს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაში “ტრანსასაზღვრო გამტარუნარიანობის ხელშეწყობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ”.

გიორგი ფანგანმა პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა საქართველოსთვის შავი ზღვის წყალქვეშა ელექრტოგადამცემი ხაზის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა მარეგულირებლის როლს აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში.

კონფერენციაში, რომელიც EU4Energy Phase II პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობდნენ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიებისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები.

EU4Energy ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community).

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები