ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა „მარნეულობა 2024″-ის ღონისძიებას შეუერთდა

20 სექტემბერს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა „მარნეულობა 2024″-ის ღონისძიებას შეუერთდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სტენდზე გამოფენილი იყო სკოლის ბრენდირებული ნივთები და ბრენდირებული საკონდიტრო მასალა.

“ღონისძიების მონაწილეებს ვიქტორინაში ჩართვის საშუალებაც მიეცათ. გამარჯვებულებს კი, სკოლის სახელით, საჩუქრად გადაეცათ სტენდზე წარმოდგენილი ბრენდირებული ნივთები.

სტენდი მოინახულეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ქენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მერის მოადგილეებმა – როინ დეკანოიძემ და თემურ შუბითიძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის

ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა, ნინო დეკანოიძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა. ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა

ხაზი გაუსვეს ჟვანიას სკოლის უდიდეს სახელმწიფოებრივ მისიას, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობასა და მათი ინტეგრაციის პროცესს ემსახურება. ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა სკოლის სახელით სტუმრებს საჩუქრები გადასცა.

შეგახსენეთ, რომ ჟვანიას სკოლა ყოველწლიურად ერთვება რეგიონულ და საქალაქო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები