“ივანიშვილისა და ჩვენი გუნდისთვის თანხებს მნიშვნელობა არ აქვს და თანხების მიღების ხელშეშლით დაშანტაჟება წარმოუდგენელია” – გორდულაძე

“ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ ივანიშვილისა და ჩვენი გუნდისთვის თანხებს მნიშვნელობა არ აქვს და თანხების მიღების ხელშეშლით დაშანტაჟება წარმოუდგენელია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

მისი თქმით, დასანქცირებითა და მოგზაურობის აკრძალვით ვერავინ შეძლებს, ივანიშვილს კურსი და ქართველი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება შეაცვლევინოს.

“რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხაროა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში სანქციებთან დაკავშირებული განცხადებები კეთდება. ეს შეიძლება აღქმული იყოს როგორც მცდელობა იმისა, რომ “კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ” რაიმე სარგებელი ნახოს და ზედაპირზე ტივტივი შეძლოს.

რა ტიპის შანტაჟიც არ უნდა იყოს საქციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები