გორდულაძე – პრეზიდენტზე: თურმე, აღმოაჩინა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძესა და გახარიას პოლიტიკური კულტურა არ ჰქონიათ

“ქალბატონი სალომე ამბობს, რომ პოლიტიკური კულტურა არ არსებობს და, თურმე, აღმოაჩინა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძესა და გახარიას პოლიტიკური კულტურა არ ჰქონიათ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი ალოგიკურად იქცევა, როდესაც ოპოზიციის წევრების პოლიტიკურ უკულტურობაზე საუბრობს და შემდეგ მათ ე.წ. აქტზე აწერინებს ხელს.

“მანამდე არ იცოდა და ამ ბოლო დღეებში მივიდა ამ დასკვნამდე, თუ მანამდეც იცოდა და, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც დავალების შესრულება სცადა?! ნონსენსია და ალოგიკურია, ადამიანებზე თქვა, პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა აქვთო და მერე ხელი მოაწერინო ე.წ. აქტზე. მერე, ამით სცადო, რამენაირად ითანამშრომლონ. ადამიანებს თუ პოლიტიკური კულტურა არ აქვთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ვერასდროს ვერ ითანამშრომლებენ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დავალებას გასცემს”, – აცხადებს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები