იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ საკუთარი პოზიციებიც კი არ გააჩნიათ

“საერთოდ, ძალიან უხერხულია პოლიტიკურ კულტურაზე საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ რადიკალურ ოპოზიციაზე, ვინაიდან ამ ადამიანებს არც პოლიტიკური კულტურა აქვთ და არც – სახელმწიფოებრივი ინტერესები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ საკუთარი პოზიციებიც კი არ გააჩნიათ. სინამდვილეში, არანაირი კოალიციები არ არსებობს, ეს არის ერთი მთლიანი რეზიდენტურა, რომელიც მხოლოდ დავალებებს ასრულებს. როდესაც ეს ადამიანები არიან პოლიტიკაში და, ამავდროულად, საერთოდ არ აინტერესებთ მოქალაქეების ინტერესები, არც იმის უნარი აქვთ, რომ შეხვდნენ მოსახლეობას და მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან საკუთარ ოფისებში, კეზერაშვილებთან და ეგეთ აქტორებთან დარბიან, – შეუძლებელია, მათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები