ნათია თურნავა გაერთიანებული სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩთან, გარეთ უორდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

სების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გაერთიანებული სამეფოს ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე, ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებასა და ინფორმაციის გაცვლაზე ცენტრალური ბანკების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, მათ შორის, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.

შეხვედრის დასასრულ, ნათია თურნავამ აღნიშნა, საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც გარეთ უორდს ინფორმაცია მიაწოდა მონეტარული პოლიტიკის, ფულის გათეთრების აღკვეთისა და ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების რეგულირების კუთხით სების მიერ გადადგმულ აქტიურ ნაბიჯებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები