რატი იონათამიშვილი: პრეზიდენტმა შვიდი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა და ამნისტიის პროექტს ხელი არ მოაწერა, ეს არის სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა

“პრეზიდენტმა შვიდი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა და ამნისტიის პროექტს ხელი არ მოაწერა, რაც სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, გასაკვირი არ იქნება, თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს.

“პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი ერთი კვირის წინ მიიღო, კანონი ათასამდე პატიმარსა და 22 ათასამდე პრობაციონერს ეხება, რომელთათვის ყოველ დღესა და საათს დიდი მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტმა შვიდი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა და ამნისტიის პროექტს ხელი არ მოაწერა, რაც სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა და დანაშაული ამ ადამიანების მიმართ. სამაგიეროდ, მას დრო აქვს შეხვდეს ხან გახარიებს და ხან ხაზარაძეებს, მათთან ააწარმოოს გაუგებარი მოლაპარაკებები, ხელოვნური შოუები. ათასობით პატიმარი ელოდება, პრეზიდენტი ხელს კანონს როდის მოაწერს და როცა ამას აკეთებს, არ გამიკვირდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტოც კი დაადოს, რადგან რადიკალური ოპოზიციის ლიდერია, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვეტო ედო პატიმრებზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები