“საქართველოს ყოველთვის აქვს ძალიან ძლიერი გზავნილები იმ ხალხის მისამართით, რომელიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობს” – ილია დარჩიაშვილი

“საქართველოს ყოველთვის აქვს ძალიან ძლიერი გზავნილები იმ ხალხის მისამართით, რომელიც ცხოვრობს ოკუპაციის ხაზს მიღმა და ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ ის სარგებელი, რომელიც მოაქვს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, იმ პრიორიტეტების განხორციელებას, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ესეც გვინდა, გავუზიაროთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს მიღმა”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა.

დარჩიაშვილი გენერალურ დებატებს გამოეხმაურა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიღებს.

“ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა იმისთვის, რომ ვისაუბროთ საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე და სწორედ პრემიერ-მინისტრს ექნება ძალიან ძლიერი მთავარი გზავნილები ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით, იმ სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება ატარებს და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მიმართვა ექნება პრემიერ-მინისტრს,“ – განმარტა მინისტრმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გაეროს უმაღლეს ტრიბუნას 25 სექტემბერს დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები