წილოსანი – სალომე ზურაბიშვილზე: დაკავებულია პარტიული გადაჯგუფებებითა და დაჯგუფებებით, ოპოზიციის ხელშეწყობით

“[სალომე ზურაბიშვილს] არ აქვს გააზრებული თავისი კონსტიტუციური დანიშნულება და დატვირთვა, დაკავებულია პარტიული გადაჯგუფებებითა და დაჯგუფებებით, ოპოზიციის ხელშეწყობით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.

დეპუტატის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.

“ამის პარალელურად, რაც მისი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობაა – მოაწეროს კანონებს ხელი, ამ შემთხვევაში, ამნისტიის კანონზე გვაქვს საუბარი, რომელიც, ერთი კვირაა, მასთან დევს ხელმოსაწერად და უამრავი ადამიანი ელოდება ამ კანონის ძალაში შესვლას, ამ მოვალეობას არ ასრულებს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანი სრულებით გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან”, – განმარტა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები