ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ და გვარამიას არშემდგარ გაერთიანებაზე: იმდენად სამარცხვინოა „ნაცმოძრაობა“ როგორც ბრენდი, უცხოელმა უფროსებმა გაფანტეს ისინი, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შანსი მისცემოდათ

„ორივე ერთი და იგივე ძალას წარმოადგენს, უბრალოდ იმდენად სამარცხვინოა „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ბრენდი, რომ სხვა გზა აქ ჰქონდათ დარჩენილი და მათმა უცხოელმა უფროსებმა ბევრი იფიქრეს და ასე გაფანტეს, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის რაღაც შანსი მისცემოდათ”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების ინიციატივას და ამავე ინიციატივაზე გვარამიას უარს.

მისივე თქმით, მოქალაქეების უმეტესობა არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს.

,,მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, თუ შეიყვანეს ეს იქნება ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფი და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სწორ არჩევანს გააკეთებს“, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები