რამ შეიძლება გამოიწვიოს სქოლიოზი?

სქოლიოზი ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაციაა 10 გრადუსი და მეტი, როტაციით. ის პროგრესირებს მრავალი ფაქტორის ზემოქმედებით და ვითარდება ზრდის ნებისმიერ ეტაპზე. სქოლიოზის გამოვლინება შეიძლება იყოს: მხრების ასიმეტრია, მენჯის ასიმეტრია, მალათა როტაცია, ზურგის ტკივილი, ხერხემლის დეფორმაცია და სხვა. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ რეაბილიტაციის საიტს.

სქოლიოზი უმრავლეს შემთხვევაში იდიოპათიურია, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება . თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს  დაავადების განვითარებას. არსებობს შემდეგი ტიპის სქოლიოზი:

  1. იდიოპათიური სქოლიოზი – სქოლიოზის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ის დაავადებულთა 80%-ში გვხვდება. ხშირად ვითარდება მოზარდობის პერიოდში, განსაკუთრებით კი სქესობრივი მომწიფების წინ. იდიოპათიური სქოლიოზის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორს.
  2. კონგენიტალური სქოლიოზი – სქოლიოზის თანდაყოლილი ტიპია და გამოწვეულია ნაყოფის განვითარების პერიოდში წარმოქმნილი მალების ანომალიებით და შედეგად ყალიბდება არასწორი ფორმის  ხერხემალი.
  3. ნეიროკუნთოვანი სქოლიოზი – სქოლიოზის ეს ტიპი გამოწვეულია კუნთებისა და ნერვული ბოჭკოების ანომალიით. ხშირად თან ახლავს ისეთ მდგომარეობებს როგორიცაა ცერებრალური დამბლა,კუნთოვანი დისტროფია,ზურგის კუნთოვანი ჰიპოტროფია, პოლიომიელიტი და ა.შ . ნეიროკუნთოვანი  სქოლიოზი სწრაფად პროგრესირებს.
  4. დეგენერაციული სქოლიოზი ვითარდება ხანდაზმულ ასაკში  ტრავმის ან სხვა  დეგენერაციული ცვლილებების გამო.(მაგ:ოსტეოპოროზი)
  5. ფუნქციური სქოლიოზი – გამოწვეულია ისეთი მდგომარეობებით,როგორიცაა კიდურების ასიმეტრია,კუნთების სპაზმი და სხვა. როდესაც ხერხემალი ამ და სხვა ფაქტორების  გამო დეფორმირდება ,ვითარდება ფუნქციური სქოლიოზი.

სქოლიოზის სიმძიმე და პროგრესირება მნიშვნელოვნად განსხვავდება გამომწვევი მიზეზებისა და ინდივიდუალური ფაქტორების მიხედვით.მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს კონსერვატიულ (შროტის მეთოდი) და ქირურგიულ  მკურნალობას . დაავადების ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა  პროგრესირების შეჩერების ეფექტური საშუალებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები