როგორ გადავიხადოთ პატრულის ჯარიმა თიბისი ფეიზე?

თიბისი ფეი გაძლევს საშუალებას, რომ პატრულის ჯარიმის დაფარვის არც თუ ისე სასიამოვნო პროცესი მაქსიმალურად სწრაფად და იოლად შეასრულო. აქვე შეგიძლია ელექტრონული ქვითარიც შეინახო და ტრანზაქციის სტატუსიც უმალ შეამოწმო.

რა მჭირდება ჯარიმის გადასახდელად?
აუცილებელია, რომ პატრულის ჯარიმის გადახდისას შენახული გვქონდეს ქვითარი, რომელიც შეიცავს ჯარიმის კოდს და საჭირო ინფორმაციას გადახდის შესასრულებლად.

პატრულის ჯარიმის გადახდა 3 სხვადასხვა მეთოდით შეგიძლია:

  • ქვითრის ნომრით და ავტომობილის სახელმწიფო ნომრით;
  • ქვითრის ნომრითა და ავტომობილის სარეგისტრაციო (ტექ-პასპორტი) ნომრით;
  • ქვითრის ნომრითა და დაჯარიმებული პიროვნების პირადი ნომრით.

პატრულის ჯარიმის გადახდას თიბისი ფეიზე სულ რამდენიმე ნაბიჯში შეძლებ:

  1. გადმოწერე აპლიკაცია ან ესტუმრე საიტს;
  2. იპოვე ჯარიმების კატეგორია, ტრანსპორტის ან სახელმწიფო სერვისების ველში;
  3. მონიშნე “პატრულის ჯარიმა”;
  4. შეიყვანე პირადი მონაცემები ან ჯარიმის კოდი;
  5. მონიშნე გადახდის მეთოდი და შეიყვანე საბანკო ბარათის მონაცემები;
  6. დაასრულე გადახდა, შეგიძლია, მეტი სიმშვიდისთვის ელექტრონული ქვითარიც შეინახო.

როგორც ხედავ, პროცესი მარტივია, არც შფოთვა გიწევს და ისიც იცი, რომ ტრანზაქციებს სანდო პლატფორმიდან ახორციელებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები