“კითხვები გვაქვს – რა სურს აშშ-ს და რატომ იქცა პარტნიორული ურთიერთობა სანქციებით სასაუბროდ?” – ბოჭორიშვილი

“გვესმის, თითქოსდა უნდა დაისაჯოს და სანქციები უნდა დაუწესდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა ახსნა არ გვესმის, რატომ?”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, რამდენიმე ფაქტი ვნახეთ, როცა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გვარები სახელდება და მათ სანქციები უწესდებათ, თუმცა ამას ის საჭირო ახსნა-განმარტება არ მოჰყვება, რაც სანქციების დაწესებას უნდა ჰქონდეს. მას სამართლებრივად გამართული საკითხები უნდა ჰქონდეს, რასაც ჩვენ უმეტესწილად ვერ ვხედავთ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სულ სხვა რაღაცას ემსახურება სანქციებით სპეკულირება. შესაბამისად, კითხვები გვაქვს – რა არის მიზანი, რა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს და რატომ იქცა პარტნიორული ურთიერთობა სანქციებით სასაუბროდ?“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები