გასული ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა 5 ოლქში რუსების 34 დრონი გაანადგურეს

გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 51 ე.წ. „კამიკაძე-დრონიდან“ 34 გაანადგურა, 12 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკალურად დაიკარგა, 2 კი – რუსეთის ტერიტორიისკენ გაბრუნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

“მტრის საჰაერო თავდასხმა მოიგერია ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, მობილური საცეცხლე ჯგუფებმა და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების რადიოელექტრონულმა საბრძოლო ქვედანაყოფებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოაგდეს 34 თავდასხმის დრონი“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ნიკოლაევის, ხერსონის, სუმის, პოლტავასა და ხარკოვის ოლქებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები