მისივე თქმით, კონფლიქტების მოგვარებაზე უარს დღეს სწორედ რომ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები ამბობენ.
„როგორ შეიძლება არ აღიარებდე, იმას, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი? [რეზოლუცია 1633] „ნაციონალური მოძრაობის” ბელადი პირდაპირ ამბობდა, რომ დიახ, ჩვენ შეგვყავს [შიდა ქართლში] ჯარები და ვიწყებთ სამხედრო მოქმედებებს. ამ თემაზე ჩვენ დიდხანს არ ვსაუბრობდით. მიზეზი, ის იყო, რომ ორ დიდ საერთაშორისო სასამართლოში – სტრასბურგსა და ჰააგაში მიმდინარეობდა პროცესები. ეს სასამართლოები საქართველოს ხელისუფლების მეცადინეობით ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა.
„ევროპის საბჭოს რეზოლუცია – ნომრით 1633 ისტორიაა. საკუთარ ჯარს ჯერ რომ ომის დაწყებას დააბრალებ და მერე შექმნი დოკუმენტს, რომლითაც სასამართლოები რომ არ მოგვეგო ჩვენი ჯარი შესაძლოა მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო. მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც ეწერა, რომ კასეტური ბომბები ჯარმა თავისივე ტერიტორიაზე გამოიყენა.
დღეს, ეს ხალხი ამბობს, რომ არ სჭირდებათ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან. ბოდიში რატომ უნდა მოვიხადოთ ან ვის უნდა მოვუხადოთო. სწორედ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ეს ხალხი ბუნებით მოძალადეა – შერიგება, მორიგება, სიყვარული – მათგან ეს ყველაფერი ძალიან შორს არის”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.