სოფელ უფლისციხეში მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა
შიდა ქართლში, სოფელ უფლისციხეში, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.