რუსეთთან ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად სამშობლოში 49 უკრაინელი დაბრუნდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„49 უკრაინელი სახლშია. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის მებრძოლები და სამოქალაქო პირები არიან“, – დაწერა პრეზიდენტმა ტელეგრამის საკუთარ არხზე.
მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ უკრაინელ სამხედროებს, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები ტყვედ აჰყავთ.
„ყველა ჩვენი მეომარი, რომელსაც რუსი ოკუპანტები ტყვედ აჰყავთ, ყველა ჩვენი სამსახური, რომელიც რუს დივერსანტებსა და კოლაბორაციონისტებს ააშკარავებს, ჩვენი ხალხის გათავისუფლებას აახლოებს“, – თქვა მან.