ავაიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენებს იწყებს
ავაიაკომპანია Wizz Air-ი ბუდაპეშტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დღეს პირველ ავიარეისს შეასრულებს. როგორც “კვირას“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, ავიაკომპანია ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს იფრენს. Wizz Air პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება 2012 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის დღეს დაიწყო.
პირველი ავიარეისი Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით შეასრულა, რასაც მოჰყვა ვარშავა, კატოვიცე, ლვოვი, ხარკოვი, დონეცკი, ვილნიუსი, მოსკოვი, თელ-ავივი სხვადასხვა ავიაკომპანიის შესრულებით. 2014 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქუთასის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 178.574 მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2013 წელს აეროპორტით188.682 მგზავრმა ისარგებლა. ამავე დღეს, ახალი ავიარეისის გახსნასთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების ორ წელს აღნიშნავს. ამჟამად აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია (Wizz Air, S7, Ural Airways, Belavia, Georgian Airways) ახორციელებს ავიარეისებს. 2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 380.172 მგზავრს მოემსახურა.