ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ შემოქმედში ზარალის ანაზღაურების პირობა დადო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ შემოქმედში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადიდებული მდინარით გამოწვეული ყველა ზარალი ანაზღაურდება, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს.
“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ამ რეგიონისთვის, რომელიც სტიქიამ მიაყენა. ზარალი უკვე დათვლილია და ყველა ადამიანი დაკმაყოფილდება. ყველა სამსახური მობილიზებული იყო და მუშაობდა იმისთვის, რომ რეგიონში სტიქიისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილიყო. სწორედ ამისთვის ჩვენ 6 მილიონი ლარი გამოვყავით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები