ჰაკიმ ფაშას სახელით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალა youtube-ზე თურქეთიდან აიტვირთა
ჰაკიმ ფაშას სახელით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალა youtube-ზე თურქეთის რესპუბლიკიდან აიტვირთა, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ განუცხადა.
პროკურორის ინფორმაციით, ჰაკიმ ფაშას ვინაობის დადგენის მიზნით მიმდინარე ძიებაში ჩართულია თურქული მხარეც.
“აღნიშნული მასალის მფლობელზე ინფორმაციის დადგენის მიზნით შუამდგომლობა გავაგზავნეთ youtube-ს სათო ოფისში. მივიღეთ შესაბამისი პასუხი – დაგდგენილია, რომ ვიდეომასალა ატვირთულია თურქეთის რესპუბლიკიდან. კონკრეტულ ქალაქს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ. უახლოეს პერიოდში კი ველოდებით დამატებით ინფორმაციას ამ მასალის თაობაზე”, -განაცხადა პროკურორმა.