პატრიარქის ძმა – ბერი გიორგი გარდაიცვალა
გუშინ, გვიან ღამით, მცხეთაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ს ძმა ბერი გიორგი (ერისკაცობაში ვიქტორ ღუდუშაური-შიოლაშვილი) გარდაიცვალა. ბერი გიორგი პატრიარქზე უფროსი – 87 წლის იყო.