“გაეროს კომიტეტი შშმ პირების მიმართულებით სახელმწიფოებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მესამე პირის გარეშე დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები” – იონათამიშვილი
“გაეროს კომიტეტი შშმ პირების მიმართულებით სახელმწიფოებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მესამე პირის გარეშე დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები”, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვას არ უკავშირდება.
“ოპოზიციისგან ისეთი უგუნური კომენტარები მოვისმინეთ, რომ მათ წარმოდგენა და ცოდნა არ აქვთ არც ევროპულ ქვეყნებში არსებული სისტემების და არც საერთაშორისო ხელშეკრულებების, თუნდაც გაეროს პირდაპირი რეკომენდაციების შესახებ. მაგალითად, გაეროს კომიტეტი შშმ პირების მიმართულებით სახელმწიფოებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მესამე პირის გარეშე დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაფინანსება არანაირად არ არის კავშირში დამოუკიდებლობის შეზღუდვასთან. პირიქით, დამოუკიდებლობის გარანტიებს იძლევა. ისინი ამ განცხადებებით უპირისპირდებიან გაეროს კონვენციებს, კომიტეტებს და დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სისტემებს. აქედანაც ჩანს, ოპოზიციაში როგორი თვალთმაქცები, ფარისევლები და უცოდინრები არიან”, – განმარტა იონათამიშვილმა.