ირაკლი ალასანია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლებს შეხვდა. მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ოპერაციების ახალი მეთაური პარ ბილდი წარუდგინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის საქმიანობის მნიშვნელობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისია საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად რჩება.