“რაც შეეხება ქალბატონი გიგაურის ვიზიტს მომხსენებლის რანგში, არანაირი ობიექტურობის და ქვეყნის ინტერესების დაცვის ილუზია არ გვაქვს” – კირცხალია

“არანაირი ობიექტურობის, არანაირი ქვეყნის ინტერესების დაცვის ილუზიები ჩვენ არ გვაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნული კომენტარი ხუთშაბათს, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც კონგრესმენების წინაშე მოხსენებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორი, ეკა გიგაური წარადგენს.

“რაც შეეხება მოლოდინებს და ქალბატონი გიგაურის იქ ვიზიტს მომხსენებლის რანგში, პირველ რიგში, არანაირი ობიექტურობის, არანაირი ქვეყნის ინტერესების დაცვის ილუზიები ჩვენ არ გვაქვს. ეს არის გაგრძელება იმ ღალატის სერიიდან, რომელიც ყველამ კარგად ვიხილეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეთნიკურად ორი ქართველი იჯდა უცხო ქვეყნის კონგრესში და პირდაპირ ამხელდა სიცრუით, დესტრუქციით, არაობიექტურობით თავის ქვეყანას. პირდაპირ ღალატობდა თავის ქვეყანას. ახლა ამას დაემატა უფრო მაღალი პოლიტიკური რანგის მოთამაშე, კი არის შენიღბული არასამთავრობოთი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენთან უკვე არასამთავრობო სექტორი, რომელსაც კოლექტიური გიგაურები და ლომჯარიები წარმოადგენენ, რეალურად პოლიტიკური პარტიები არიან და პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებულებული არიან. ვნახავთ იმ ღალატის სერიის გაგრძელებას, რაც უკვე მოვისმინეთ რამდენიმე თვის წინ”, – განმარტა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები