“რაც დროს გადის, მეტად იკვეთება კეზერაშვილის კრიმინალური მასშტაბები ქოლცენტრების საქმეში, უცნაურია, რატომ აქვს მას ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების შესაძლებლობა” – იონათამიშვილი

“რაც დროს გადის, მეტად იკვეთება კეზერაშვილის კრიმინალური მასშტაბები ქოლცენტრების საქმეში, უცნაურია, რატომ აქვს მას ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების შესაძლებლობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა  განაცხადა.

“ამას მოჰყვება ლოგიკური კითხვები, რაც საზოგადოებას აქვს. 26 ოქტომბერს სწორედ ამ ორმაგ სტანდარტებს გავცემთ პასუხს. ფაქტია, რომ კრიმინალი კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციას, მათ შორის მედიას თუ პოლიტიკურ „ენჯეოებს“. ლოგიკური კითხვაა, ხომ არ არის კავშირში მისი გადაადგილებები იმასთან, რომ საქართველოში რადიკალიზაციას აფინანსებს?“ – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები