“რაც მეტი ადამიანი გამოხატავს ჩვენ გვერდში დგომას, გვექნება შესაძლებლობა, რომ უკეთ შევძლოთ მშვიდობაზე, ღირსებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა” – გორდულაძე

“მნიშვნელოვანია, რომ ის მოღალატეობრივი ძალები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და რომელსაც ჩვენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ, წარდგნენ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და გასამართლდნენ”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ.

დეპუტატის თქმით, “ყველა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში მუსირებს, პასუხი უნდა მოეთხოვოთ”.

“რაც უფრო მეტი მანდატი იქნება მოპოვებული, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს ჩვენს გვერდში დგომას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ უფრო უკეთ შევძლოთ მშვიდობაზე, ღირსებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები