“ქვეყანას უნდა ჰქონდეს საშუალება,  მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, მაგალითად” – ვოლსკი

„რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს ქვეყანას, მის პარლამენტს საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, მაგალითად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

“ასევე, რომელიც ეხება იმ ფასეულობების დაცვას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თვითმყოფადობისთვის, ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ა.შ.

რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს რესურსი იმისთვის, რომ შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ და დასკვნები უნდა იყოს დაფუძნებული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერაზე“, – განმარტა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები