ტერფის კვლევა და დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში”
ბოლო წლებში, ტერფის პათოლოგიებმა საგრძნობლად იმატა და შესაბამისად, პაციენტთა მომართვიანობაც ტერფის კვლევაზე გაზრდილია. ტერფის პრობლემებს უკვე დროულად აქცევენ ყურადღებას, როგორც პედიატრები და ორთოპედები, ასევე მშობლებიც. ტერფის გამოკვლევა თანამედროვე ტექნოლოგიებით ტარდება, რაც ბრტყელტერფიანობისა და სხვა ტერზე არსებული პრობლემების პრევენციას უწყობს ხელს. ტერფის კვლევა, ძირითადად, ტარდება 3-4 წლიდან. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარებისთვის კი აუცილებელი პირობაა, ბავშვი მინიმუმ 20-21 კილოგრამს იწონიდეს. კვლევის ჩატარება საჭიროა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:
● ბრტყელტერფიანობა;
● პროფესიული და სპორტული ტერფი;
● დიაბეტური ტერფი
● ტერფმრუდობა;
● ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;
● აქილევსის მყესის ანთება;
● ქუსლის დეზი და სხვ.
პედოგრაფია და პლანტოგრაფია ტერფის კვლევის თანამედროვე მეთოდებია. პედოგრაფია – ტერფის ფუნქციონალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც სწავლობს ტერფის პარამეტრებს სიარულის პროცესში. მიღებული მონაცემების საფუძველზე კი ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:
● ტერფის ფორმა;
● თაღის სიმაღლე;
● ტერფის ღერძი;
● ყრდნობის უბნები;
● ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;
● ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო.
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის” კლინიკაში ტერფის დიაგნოსტიკა ტარდება იტალიური ფირმა Diasus-ს ულტრასენსორული აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ იძლევა ინფორმაციას. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ კი კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც არის შესაძლებელი. კომპანია “ახალი ხედვა” პაციენტებს ასევე მზა, მყარსა და სილიკონის სუპინატორების ფართო არჩევანსაც სთავაზობს. თბილისის გარდა, ამ პროდუქციის შეძენა გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის გამოწერა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება კი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ფილიალებში შეგიძლიათ.