“450-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა გამჭვირვალობის რეესტრში” – გორდულაძე
“450-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა გამჭვირვალობის რეესტრში, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ადამიანებს და ამ ორგანიზაციებს მაღალი საზოგადოებრივი და სამოქალაქო თვითშეგნებისთვის”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.
“როგორც პრემიერმა გააჟღერა, შეიქმნება ფონდი, რომელიც დააფინანსებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შეიტანენ შესაბამის განაცხადებს, რომელთა მიზანიც იქნება არაერთი პროექტის განხორციელება და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მათ შორის გარემოზე ზრუნვას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“, – აღნიშნა გორდულაძემ.