“თუ ვინმე შეუჩერებს [ენჯეოებს] დაფინანსებას იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად იქცევიან და მუშაობენ, აიღებენ ამ გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან” – მაჭავარიანი
“პრემიერმა დააანონსა ახალი ინიციატივა და თუ ვინმე შეუჩერებს [ენჯეოებს] დაფინანსებას იმის გამო, რომ კეთილსინდისიერად იქცევიან და მუშაობენ, აიღებენ ამ გრანტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ეს ინიციატივა მხოლოდ მისასალმებელია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ბულინგი მიმდინარეობს მდიდარი რადიკალური „ენჯეოების“ და რამდენიმე დონორი ორგანიზაციის მხრიდან იმ წესიერ და პატიოსან „ენჯეოებზე“, რომლებიც მართლა კარგ საქმეს ემსახურებიან და რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ არც პოლარიზაციის გაღვივებასთან და არც რადიკალიზმის გავრცელებასთან ამ ქვეყანაში. ამ ბულინგის ფონზე, არ იქნება სამართლიანი, რომ ეს კეთილსინდისიერი „ენჯეოები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები დაიჩაგრონ”, – განმარტა დეპუტატმა.